მარიხუანას მოხმარების რეგულირებისა და კულტივაციის საკითხის განხილვა მშვიდ და ემოციებისგან დაცლილ გარემოში უნდა მოხდეს -წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 11:17 | 20.09.2018
ნანახია: 715

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარიხუანას მოხმარების რეგულირებისა და კულტივაციის საკითხის განხილვა რაც შეიძლება მშვიდ და ემოციებისგან დაცლილ გარემოში მოხდეს. მესმის, ჩვენთვის, მათ შორის ჩემთვისაც, რომ ამ ქვეყანაში ყველასთვის ვერ იქნება ეს თემა ის, რომლის მიმართაც ვინმე გულგრილი დარჩება, მაგრამ იმდენად კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ,  რა ჯობს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, შევაფასოთ ეკონომიკური შედეგი ამ რეფორმისა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, თუ ყველა ჩავთვლით, რომ ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, საზოგადოებას შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ უზრუნველყოფს სახელმწიფო, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, რატომაც არა.

მისივე განცხადებით, ეს ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, შესაბამისად, აუცილებელია გადაწყდეს, რა არის უმჯობესი ქვეყნის განვითარებისთვის.

„თუ ჩათვლიან, რომ ეს ნაადრევი ან საშიშია, ალბათ, მოწინააღმდეგე მხარეებსაც თავიანთი არგუმენტირებული საფუძვლები ექნებათ. არ მიმაჩნია, რომ რამე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ერთადერთი, რომ ჩვენმა ეკონომიკამ, რადგან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს, ოღონდ მკაცრი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი შეფასებით, ამისთვის შეთავაზებულია სააგენტოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს იმას, რომ საექსპორტო მიზნებისთვის მოყვანილი კანაფი არ მოხვდეს საქართველოს შიდა ბაზარზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებში არ გავრცელდეს.


 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე