ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი შესაძლოა დეკემბრის ბოლოს გამოუტანონ

საქართველო, თბილისი - 12:19 | 04.12.2015
ნანახია: 1640

უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი შესაძლოა დეკემბრის ბოლოს გამოუტანონ. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვალდიმერ მარკინმა რუსულ მედიას განუცხადა.

მარკინის თქმით, სავჩენკოს საქმის განხილვა დასრულების სტადიაშია. მისივე თქმით, მფრინავის განაჩენი უმკაცრესი იქნება.

ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის საპატიმროში 2014 წლის ივნისიდან იმყოფება. მას ბრალად ედება რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ორი ჟურნალისტის მკვლელობა, რომლებიც გასულ წელს დონბასში დაიღუპნენ. სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს. უკრაინული მხარე მას უკანონო პატიმარად მიიჩნევს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე