მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკლ პომპეოს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:04 | 20.09.2018
ნანახია: 662

შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მხარეები საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე – ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრებენ.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე დღესვე შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდთან.

ვაშინგტონში შეხვედრების დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურის ვიზიტი ნიუ-იორკში გაგრძელდება, სადაც 27 სექტემბერს მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე