მოღალატე დედაკაცის მხრიდან, შანტაჟი არის უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება - სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

საქართველო, თბილისი - 14:49 | 19.09.2018
ნანახია: 801

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაში ბევრი ხარვეზია, მაგრამ მოღალატე დედაკაცის მხრიდან, შანტაჟი არის უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავს დაესხა ეკლესიას და მიანიშნა კონკორდატის გადახედვაზე.

"დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველ ხელშეკრულებას სახელმწიფოს სახელით, იუსტიციის მინისტრის რანგში, მე მოვაწერე ხელი პატრიარქთან 2001 წელს. შემდეგ, მევე ვმუშაობდი კონკორდატის ტექსტზე.

გუშინ მოღალატე ზურაბიშვილი თავს დაესხა ეკლესიას და მიანიშნა კონკორდატის გადახედვაზე.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაში ბევრი ხარვეზია, მაგრამ მოღალატე დედაკაცის მხრიდან, შანტაჟი არის უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა,  რომ მას არ ესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე