აშშ-ის პროკურატურამ ფიფას საქმეზე 16 მაღალჩინოსნის დაკავება დაადასტურა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 04.12.2015
ნანახია: 1683

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ლორეტ ლინჩმა ფიფას საქმეზე 16 მაღალჩინოსნისთვის ბრალის წაყენება ოფიციალურად დაადასტურა. ყველა მათგანი მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირია.

ლინჩის თქმით, ბრალდებულებს ბრალად ედებათ გამომძალველობა და სხვა კორუფციული დანაშაულებები.

როგორც ცნობილია, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციისა და კარიბის აუზის ქვეყნების პრეზიდენტის ალფრედო ხავიტისა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელის ხუან ანხელ ნაპოუტის დაკავების შესახებ.

ფიფაში ადასტურებენ, რომ ახალი დაკავებები ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით მიმდინარეობს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ფიფას პრეზიდენტს ზეპ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელს მიშელ პლატინის დაპატიმრება არ ემუქრებათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე