აშშ-სთვის ჩვენ ვხდებით დასაყრდენი რეგიონსა და რეგიონს მიღმა - დავით ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 11:30 | 19.09.2018
ნანახია: 674

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები გაკეთდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება და მიუთითებს, რომ საქართველო აშშ-ისთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებას, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და  ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები სამაგალითოა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატეჯონ ბოლტონიბის ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის სამაგალითო და ჩვენ ვხდებით დასაყრდენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის  რეგიონსა და რეგიონს მიღმა“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ამერიკის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიმართ არსებული ორპარტიული მხარდაჭერა.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სენატორ ლინდსი გრემთან, რომელიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და ქვეყანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინიციატივები ეკუთვნის.

„მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სენატორ ლინდსი გრემთან, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე