ნატო ჩხეიძემ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა" ალიანსი დატოვა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 18.09.2018
ნანახია: 719

 

პარლამენტის დეპუტატმა, ტელეკომპანია ”იბერიას” დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსი დატოვა.

ამის შესახებ განცხადება მან გადაცემა „არჩევანში" ტელეკომპანია „იბერიაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას გააკეთა.

ჩხეიძე გადადგომის მიზეზებს არ ასახელებს - მის გადაწყვეტილებაზე განმარტებების გაკეთებას სესიაზე გეგმავს.

„ამ შექმნილმა გარემოებამ და ვითარებამ და არა მარტო ამან გადამაწყვეტინა და გადამადგმევინა ეს ნაბიჯი,“-განაცხადა ჩხეიძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე