ბოლო 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში რეფორმის მსგავსი არაფერი მომხდარა - გახარია
საქართველო, თბილისი - 11:24 | 18.09.2018 ნანახია: 825შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე“ კონფერენცია გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში არათუ რეფორმა, არამედ რაიმე მსგავსიც კი არ განხორციელებულა, რაც შესაბამისად ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე და ახლა სამინისტროსთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება და საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სწორედ ახლა კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ხარისხის ამაღლება.
„მოგეხსენებათ, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საგამოძიებო კომპონენტი და საერთოდ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დღევანდელი რეფორმების და ნაბიჯების მიზეზი და მიზანი არ გახლავთ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება. ჩვენი ძირითადი მიზანი და ამოცანა გახლავთ ხარისხი - ხარისხის გაუმჯობესება.
სწორედ ამიტომ არის ასე ფართოდ წარმოდგენილი საზოგადოება დღეს.
ჩვენ ვეცადეთ, ამ რეფორმების განხილვაში ჩაგვერთო მაქსიმალურად შესაძლებელი დაინტერესებული სოციალური, პოლიტიკური, პროფესიული ჯგუფები, რამეთუ კონსესუსი იყოს მაქსიმალურად ფართო და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ჩვენი რეფორმების საწყის ეტაპად, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ კვალიფიკაციის პრობლემებს საგამოძიებო ნაწილში. მე ვსაუბრობ ახლა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამას აქვს თავისი ობიექტური ახსნაც, რამეთუ, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც პრაქტიკაში, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი, ფაქტობრივად სრულად დამოკიდებული არის საპროკურორო საქმიანობაზე, უფროს პროკურორზე. ამ ნაწილში ეს არის ერთობლივი პრობლემა, რომელიც შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რამეთუ შეუძლებელია პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ზრდა, იქ სადაც უფლებამოსილების ნაწილი არ იქნება უფრო თავისუფალი და უფრო დამოუკიდებელი. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ რეფორმებზე, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ ამ უფლებამოსილების გადანაწილებაზეც, როგორც პრაქტიკულ დონეზე, ასევე, საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან ჩვენ კარგად გვესმის კრიმინალურ პოლიციაში, საუბნო, ოპერატიული და საგამოძიებო, ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში უნდა იყოს გარკვეულწილად ელიტა. ეს უნდა იყოს ის ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი. რა თქმა უნდა, ოპერატიულ და საუბნო მიმართულებებთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით პირველი რაც გავაკეთეთ, 1200-ზე მეტი გამომძიებელია შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათი კვალიფილკაციის დონე შევაფასეთ. ამ შეფასების საფუძველზე მოხდა მათი გადასამზადებელი კურსების შემუშავება. რა თქმა უნდა, ასევე გაჩნდა საბაზისო კურსები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება - ეს გახლავთ სამსახურში მიღების წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების წესი, ასევე პრინციპულად იქნება შეცვლილი, რა პროცესიც უკვე დაწყებულია და შესაბამისად, დღეს ჩვენ ვხსნით დისკუსიას თქვენთან ერთად რეფორმების იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლის სტრუქტურული მხარე ჩვენ ფაქტობრივად უკვე დასრულებული გვაქვს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში გახლავთ - საგამოძიებო და საპროკურურო ფუნქციების სინერგიის ეფექტი. ჩვენ კარგად ვხვდებით და ვაფასებთ სიტუაციას, რომ ამ საზღვრის, ამ თანამშრომლობის ეფექტური და ხარისხიანი სტრუქტურირების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემაზე საუბარი. ჩვენი ძირითადი მიზანი - ავამაღლოთ გამოძიების ხარისხი და გავაძლიეროთ გამოძიებაზე საპროკურორო კონტროლი. სწორედ ასე და ამ გზით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა, ჩვენი კრიმინალთან ბრძოლის სისტემა და საერთოდ მართლწესრიგი ამ ქვეყანაში ემყარებოდეს შეჯიბრობითობის პრინციპს და იყოს რაც მთავარია ეფექტური. აბსოლუტურად ღია ვართ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ, როგორც მკაცრი, მაგრამ სამართლიანი კრიტიკა და ასევე ჩვენი მხრიდან დავსვათ ის მწვავე შეკითხვები, რომლებიც გვექნება. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს მხარდაჭერისათვის, ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო მთავარ პროკურორს აქ ყოფნისთვის მის გუნდთან ერთად", - განაცხადა გახარიამ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა