თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:13 | 18.09.2018
ნანახია: 723

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ირინე ჩოჩიამ განაცხადა, დღეს გამოკითახვენ იმ მოწმეს, რომელიც რეანომობილით გადაადგილდებოდა.

"ბრალდების მხარე დღეს დაკითხავს მოწმეს რომელიც უშუალოდ გადაადგილდებოდა რეანომობილით საიდანაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული", - განაცხადა სხდომის ირინე ჩოჩიამ.

ცნობისთვის, გიორგანაშვილი ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვაში, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე