თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 15:18 | 17.09.2018
ნანახია: 921

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე