"თიბისი ბანკის" ფილიალში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

საქართველო, თბილისი - 14:37 | 17.09.2018
ნანახია: 1009

თბილისში, გორგასალის ქუჩაზე "თიბისი ბანკის" ფილიალში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო, რის გამოც შენობაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც სააგენტო On.ge თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

"შემოვიდა და დაიყვირა, ვინც გაასწრებთ, გაიქეცითო, დააგდო მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი გააჩინა. კლიენტებიც და ოპერატორებიც გარეთ გამოვცვივდით", - ამბობს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებს არკვევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე