სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას, შესვენებაზე დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 14:16 | 17.09.2018
ნანახია: 864

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას გამოცხადებულ შესვენებაზე.

ერთმანეთს ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელი და ბრალდებული ზაზა ბაქრაძე დაუპირისპირდნენ.

როგორც ბაქრაძემ განმარტა, მას დანაშაული ჩადენილი აქვს, თუმცა, მასთან ერთად დამნაშავეები სხვებიც არიან.

"მე ჩემს დანაშაულს არ უარვყოფ, დანაშაული მაქვს ჩადენილი, ხელყუმბარა მე ჩავუდე. ასევე არ უარვყოფ, რომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე - ესენი იყვნენ ამ ყველაფრის თავი. მე რატომ მივიღე მონაწილეობა? გარდა იმისა, რომ ჩემზე იყო შანტაჟი, ჩემს შვილებზეც გადავიდა შანტაჟი, დღემდე!
მე გელაპარაკებით ადამიანი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ვიყავი და ქალაქის კრიმინალურ პოლიციას ვხელმძღვანელოდი. იარაღები მოვიდა ჩემი შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ. ეს სხვა მოწმეებმაც დაადასტურეს", - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.

ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე