შავ ზღვაში ამერიკული სარაკეტო გამანადგურებელი გემი შევიდა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 04.12.2015
ნანახია: 1636

რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ნატო თურქეთის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას ცდილობს.

შავ ზღვაში ამერიკული სარაკეტო გამანადგურებელი გემი შევიდა, რომელიც უახლესი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი.

შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის ოფიციალური განცხადებით, სარაკეტო გამანადგურებელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას უზრუნველყოფს.

უცნობია, როდემდე დარჩება გემი შავ ზღვაში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე