ჩვენ დაგვერქმევა სახელად „კანაფის რესპუბლიკა“ - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 16:15 | 14.09.2018
ნანახია: 66

თუ ვიღაცას ჰქვია „ბანანის რესპუბლიკა“, ჩვენ დაგვერქმევა სახელად „კანაფის რესპუბლიკა“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ კანაფის კონტროლის შესახებ პარლამენტში შესულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ძალიან სასაცილო. მისივე თქმით, ეს ყველაფერი კომიკურ სახეს იძენს, მისი განცხადებით, ქვეყანაში, რომელიც 95 პროცენტით ამარაგებდა საბჭოთა კავშირს ჩაის პროდუქციით და სადაც არის ციტრუსების და ხილის წარმოების „მექა“, ვქნით მარიხუანას სამინისტროს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს კონკრეტული პირების ინტერესებზე არგებს.

„სოფლის მეურნეობა დეგრადირებულია, მივდივართ უკან და უკან და ვიღაცას თავში მოუვიდა თავხედური აზრი, რომ დასცინოს ხალხს. საქართველო გახდება მსოფლიოს რუკაზე ნარკოტიკების ექსპორტიორი სახელმწიფო და ამით დავიმკვიდრებთ სახელს. თუ ვიღაცას ჰქვია „ბანანის რესპუბლიკა“, ჩვენ დაგვერქმევა სახელად „კანაფის რესპუბლიკა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე