სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და მას აუცილებლად გამოვასწორებთ - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 12:33 | 14.09.2018
ნანახია: 139

დღეს სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და  მას აუცილებლად გამოვასწორებთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში. პრემიერ-მინისტრის თქმით, სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან განათლება ადრეული ასაკიდან აისახება განვითარების შემდეგ საფეხურებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე