საბერძნეთი ევროკავშირს მიგრანტთა კრიზისის მოგვარებაში დახმარებას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 10:22 | 04.12.2015
ნანახია: 1691

საბერძნეთმა ევროკავშირს დახმარება მას შემდეგ სთხოვა, რაც ჩრდილოეთით მაკედონიის საზღვართან ათასობით მიგრანტი და ლტოლვილი შეიკრიბა.

მაკედონია საზღვარზე მხოლოდ სირიის, ერაყის ადა ავღანეტის მოქალაქეებს უშვებს, რაც სხვა ეთნიკური ჯგუფების მხრიდან დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

ამ დროისათვის საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარზე 5 ათასამდე მიგრანტი იმყოფება.

ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ, სადაც მიგრანტთა ნაკადის გაკონტროლებასთან დაკავშირებით საბერძნეთის შესაძლებლობებს განიხილავენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნები მოითხოვდნენ, რომ საბერძნეთი დროებით გარიცხულიყო შენგენის ზონიდან, რადგან ის საკამრის ზომებს არ იღებდა თავისი შიდა საზღვრების დასაცავად და უარს ამბობდა ევროკავშირის დახმარებაზე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე