ზუგდიდის მერის მოადგილე სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 11:14 | 14.09.2018
ნანახია: 888

ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. 

გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადადგა. თანამდებობა ასევე დატოვა მისმა მოადგილემაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე