საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის გუნდი 85:80 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 01:38 | 14.09.2018
ნანახია: 1154

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. ილიას ზუროსის გუნდი თელ ავივში ისრაელს დაუპირისპირდა და 85:80 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის თქმით, თელ ავივის დარბაზში სტუმარი გუნდისთვის თამაში ძალიან ძნელი იყო, თუმცა შეძლეს ძალიან კარგი მწვრთნელის მიერ მომზადებული გუნდის დამარცხება. "პირველ რიგში, გამარჯვებას ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს. მათ მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოლეს. ამ დარბაზში სტუმარი გუნდისთვის ძალიან ძნელია თამაში, მათ კი ბოლომდე იბრძოლეს. დღეს დავამარცხეთ კარგი მწვრთნელის მიერ მომზადებული გუნდი. სამწუხაროა, რომ ამ სათამაშო ფანჯრებში ძნელია გუნდის კარგად მომზადება, რადგან მოთამაშეები ნაკრებში ძალიან ცოტა ხნით ჩამოდიან. ამიტომაც, ჩვენ სათანადოდ ვერ ვივარჯიშეთ დაცვასა და შეტევაზე. თუმცა სტუმრად დიდი მატჩი მოვიგეთ და ახლა შინ გველის დაპირისპირება საბერძნეთის ნაკრებთან და ეს მატჩია ჩვენთვის მთავარი საფიქრალი. მადლობა ფანებს, დარბაზში ძალიან კარგი სათამაშო ატმოსფერო იყო. ეს კი კალათბურთისთვის ძალიან კარგია" - განახცადა ილიას ზუროსმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე