ბრიტანელ პარლამენტარებს სირიის დაბომბვის გამო დაემუქრნენ

საქართველო, თბილისი - 10:05 | 04.12.2015
ნანახია: 1553

ბრიტანელ პარლამენტარებს ემუქრებიან. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ სირიის საჰაერო ოპერაციებში ჩართვას მხარი დაუჭირა, მუქარის შემცველი შეტყობინებები სოციალურ ქსელებში რამდენიმე პარლამენტარმა მიიღო. მათ შორის ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი ნილ კოილიცაა. პარლამენტის გადაწყვეტილებამ ლონდონს სირიაში ისლამისტთა პოზიციების დაბომბვის უფლება მისცა. კენჭისყრიდან რამდენიმე საათში ბრიტანულმა ტორნადოებმა საჰაერო იერიშები ჩრდილოეთ სირიაზე მიიტანეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე