8 შვილიშვილის 50 წლის ბებია 4 ტყუპისცალზეა ორსულად

საქართველო, თბილისი - 16:16 | 13.09.2018
ნანახია: 628

50 წლის ტრეისი ბრიტენი დიდი ბრიტანეთში ყველაზე ხანდაზმული დედა გახდება. ის ოთხ ტყუპისცალს ელოდება. ქალი კვიპროსზე ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულდა. ახლა ტრეისი 25 კვირის ორსულია, ბავშვები ქვეყნიერებას 32-ე კვირის თავზე საკეისრო კევეთის შედეგად მოევლინებიან.

ბრიტენი და მისი ქმარი სამ გოგონას (იდენტურ ტყუპებს) და ერთ ბიჭუნას ელოდებიან. ტრეისის უკვე ჰყავს სამი შვილი და რვა შვილიშვილი.

 „ყოველ წელს კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა მინდოდა. 50-ის ვხდებოდი და ვიფიქრე, უბრალოდ გავაკეთებ ამას“, - ამბობს ტრეისი The Sun-თან ინტერვიუში. ქალის თქმით, მას არ ადარდებს სხვა ადამიანების კრიტიკული აზრი.

 „არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. მე არ გამოვიყურები 50 წლის ასაკის მქონე ქალის შესაბამისად და არც ვგრძნობ, რომ ამდენი წლის ვარ. როდესაც ეს ადამიანები დაინახავენ ოთხ მშვენიერ არსებას, თავიანთ აზრს შეიცვლიან“, - აღნიშნავს ტრეისი.

მას პირველი ქმრისგან სამი შვილი ჰყავს. ტრესისი მას 2003 წელს გაშორდა, ორი წლის შემდეგ კი სტივენს შეხვდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე