დანია ევროკავშირს საზღვრების დაცვის უფლებას არ აძლევს

საქართველო, თბილისი - 10:01 | 04.12.2015
ნანახია: 1589

დანიას საკუთარი საზღვრების დასაცავად ევროკავშირის დახმარება არ სჭირდება. ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ელექტორატის 53 პროცენტი სამართლისა და შინაგან საქმეთა სისტემაში საერთო ევროპული წესების ამოქმედების წინააღმდეგია. 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებით, დანიას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის წარმოება ევროკავშირისგან დამოუკიდებლად შეუძლია. პარიზის ტერაქტების შემდეგ დანიის ხელისუფლება რეგულაციების შეცვლას შეეცადა, თუმცა ელექტორატმა საერთო ევროპული წესების შემოღებას და საზღვრების ერთობლივ კონტროლს ხმა არ მისცა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე