სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილები ვიპოვეთ - ვლადიმერ პუტინი

საქართველო, თბილისი - 12:20 | 12.09.2018
ნანახია: 1120

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, სოლსბერიში ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილები იპოვეს. მან ამის შესახებ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა.

 „ვიმედოვნებ, რომ ისინი თვითონ გამოჩნდებიან, ყველაფერს თვითონ მოყვებიან. გარწმუნებთ, არაფერი ამაში განსაკუთრებული კრიმინალური არ არის“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ეს ადამიანები სამოქალაქო პირები არიან.

„ჩვენ ისინი უკვე ვიპოვეთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებისთვის მათი ვინაობა ცნობილია.

„მინდა მივმართო მათ, რათა მათ დღეს ჩვენ მოგვისმინონ, თუნდაც მივიდნენ რომელიმე მედია საშუალებაში“, - განაცხადა პუტინმა.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, სკრიპალის მოწამვლისთვის სოლსბერიში რუსეთიდან არა ორი, არამედ რუსი მზვერავების ექვსკაციანი ჯგუფი  ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე