ჭადრაკის ტურნირი სამხედრო მოსამსახურეებში

საქართველო, თბილისი - 18:07 | 03.12.2015
ნანახია: 1741

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი" მიმდინარეობს. წელს „გორგასლიანი“ სპორტის ხუთ სახეობაში ტარდება: რაგბი, ესტაფეტა, ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით, საბრძოლო მრავალჭიდი და ჭადრაკი.

„გორგასლიანის“ ბოლო შეჯიბრება ჭადრაკში გაიმართა. ტურნირში შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ ძალების ყველა ქვედანაყოფმა, ეროვნული გვარდიის, ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისისა“ და ავიაციისა და საჰაერო სარდლობის გუნდებმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

პირველი ადგილი გენერალური შტაბის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი III ქვეით ბრიგადას ერგო. 

საპრიზო ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს პრიზები და სპეციალური ჯილდო - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი 11 დეკემბერს „გორგასლიანის“ საზეიმო დახურვის ცერემონიაზე გადაეცემათ.

სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი" სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიურად იმართება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე