ტურისტების ზრდის კუთხით ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ - გიორგი ჩოგოვაძე

საქართველო, თბილისი - 16:38 | 10.09.2018
ნანახია: 1017

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის  საქართველომ  მე-4  პოზიცია დაიკავა.  გაეროს მსოფლიო ტურიზმის  ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გამოაქვეყნა.  ანგარიშში წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები,  ტენდენციები  და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს. 

ანგარიშის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად  შემდეგ ქვეყნებში გაიზარდა

ეგვიპტე  55% 

ტოგო  46% 

ვიეტნამი  29% 

საქართველო  27.9% 

ზრდის მიმართულებით საქართველომ გაუსწრო ტურისტულად განვითარებულ შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთ ტურისტულად სწრაფად მზარდ ქვეყნებთან  ერთად აღმოჩნდა, როგორებიც არიან: ეგვიპტე, ტოგო და ვიეტნამი.  ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო ტურისტული ზრდის მიხედვით მსოფლიში მოწინავე პოზიციებს იკავებს.  გასულ წელს საქართველომ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშს აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა, როგორც იცით 2016 წელს, ტურისტულად სწრაფად მზარდი ქვეყნების სიაში საქართველომ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა.  აღსანიშნავია, რომ ის წარმატება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ტურისტების რაოდენობის ზრდაში  მიაღწია, არამარტო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია საქართველოს მასშტაბით, არამედ ამ მიმართულებით ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ, რაც საერთაშორისო ანგარიშებში აისახა.“- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე