ნაკლებად შეძლებული მოსახლეობის სატრანსპორტო საშუალებებზე ხელმისაწვდომობისთვის მოტოციკლეტების და მოპედების განბაჟება იაფდება

საქართველო, თბილისი - 17:51 | 03.12.2015
ნანახია: 1641

იმისთვის, რომ მოსახლეობის ნაკლებად შეძლებულ ფენებს არ გაუძვირდეთ სატრანსპორტო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, მოტოციკლეტების, მოპედების განბაჟება მაქსიმალურად იაფი ხდება და ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადისა, ისინი აქციზის მიხედვით განბაჟდებიან, როგორც ეს არის ავტომობილების შემთხვევაში, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ხუციშვილმა განმარტა, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, ახალი მიდგომის შემუშავება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მოხდა და ეს ახალისებს ახალი ავტომობილების შემოყვნას და ძველი ავტომობილების განბაჟებას უფრო მეტად ამკაცრებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე