საქართველო - ლატვია 1:0 - საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება

საქართველო, თბილისი - 01:51 | 10.09.2018
ნანახია: 1376

საქართველოს ნაკრებმა  ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ერთა ლიგაში - ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთის შემდეგ, ლატვიის ნაკრებიც დაამარცხეს.

მატჩმა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით ჩაიარა, ხოლო სტუმრები შეტევაზე ძალიან იშვიათად გადადიოდნენ.

ბალტიისპირელები მთელი მატჩის განმავლობაში თავს იცავდნენ, მაგრამ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მაინც შეძლო უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვება. გამარჯვების გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტით გაიტანა. შედეგად ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე