ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა - ლევან იზორია
საქართველო, თბილისი - 18:01 | 07.09.2018 ნანახია: 439
ძალისხმევას არ დავიშურებთ რათა მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზანს და გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით.
ლევან იზორიას განმარტებით, თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალები ნატოსთან უფრო თავსებადია და მზადყოფნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
„ეს არის თითოეული ჩვენგანის წარმატება და მინდა, განსაკუთრებით მოგილოცოთ გენშტაბის უფროსს, ყველა ოფიცერს, რიგითს, ჯარისკაცს. ბოლო წლების განმავლობაში მწვავე გადაწყვეტილებების, თუმცა, აუცილებელი ტრანსფორმაციის შედეგად, მივიღეთ ნატოსთან უფრო თავსებადი და მზადყოფნის უფრო მაღალი ხარისხით გამორჩეული შეიარაღებული ძალები. ჩვენი განვითარების დინამიკას სწორი მიმართულება აქვს და ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენთან ერთად, რომ მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზანს, გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. მზადყოფნის გასაძლიერებლად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს. გენერალური შტაბის უფროსთან ერთად მოვისმინე ამერიკელი პოლკოვნიკის შეფასება, რომელიც აკვირდებოდა საერთაშორისო სწავლება NOBLE PARTNER-ის მიმდინარეობას, მან აღნიშნა, რომ სულ რაღაც 2-3 წლის განმავლობაში ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვს სრულიად სხვა რეალობა, რომელიც სიამაყის საფუძველს გვაძლევს. მინდა, თქვენთან ერთად, მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ექსპერტებს, ოფიცრებს, ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. მათი ძალისხმევის გარეშე ჩვენ ამგვარ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ასე რომ, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, საერთო მისწრაფებებით, ამოცანითა და ღირებულებებით და ჩვენ ამ გზას, უფრო მყარად და მტკიცედ, მომავალშიც გავაგრძელებთ. წელს, როდესაც ბრიუსელში გაიმართება ნატოს თავდაცვის მინისტერიალი, გვექნება შესაძლებლობა, თავდაცვის მიმართულებაზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, სიამაყით ვისაუბროთ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე და კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ საქართველო დღეს მზად არის მომავალში კი უფრო მეტად იქნება მზად ნატოს წევრობისთვის“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღმოსავლეთ სარდლის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე.
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
- დიმიტრი მედოევის განცხადება არის ცალსახა პროვოკაცია, რომლის მიზანია საზოგადოების დაშინება - ქეთევან ციხელაშვილი
- ადრე თუ გვიან ყაზბეგი ოსეთს დაუბრუნდება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ მოქალაქე დააკავეს
ბიზნესი
- ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი
- SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა "ხავერდის მზე" გაიმართება
- საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
- PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური აქციები მიმდინარეობს
თავდაცვა
- კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს
- ხვალიდან, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება
- სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება
- 2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება - ლევან იზორია
სპორტი
- ფეხბურთის ფედერაცია თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
- ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
- თორნიკე შენგელია სარეკლამო კლიპში „სამეფო კარის თამაშების“ გმირს განასახიერებს (ვიდეო)
- ბრიტანეთის პოლიციამ ფეხბურთელ ემილიანო სალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა