მართვის მოწმობისთვის გამოცდას მოქალაქეები ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში ჩააბარებენ

საქართველო, თბილისი - 17:00 | 03.12.2015
ნანახია: 1646

მართვის მოწმობის აღებისთვის გამოცდის გავლა მოქალაქეებს ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწევთ. აღნიშნულს ითვალისწინებს შსს-ს მიერ შემუშავებული ახალიპროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განმარტებით, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან დაკავშირებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
,,ეს არის საქართველოს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამაზე მიდის მუშაობა, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი დრო, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს", - განაცხადა ხუციშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე