სტუდენტური პროექტის „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 08:07 | 25.09.2015
ნანახია: 2112

დღეს, 25 სექტემბერს, 15:00 საათზე,  საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  სტუდენტური პროექტის „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და რეალურ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, ცხრა სტუდენტის პროზაულ ნამუშევარს აერთიანებს.

ორენოვან, ქართულ-რუსულ წიგნში ახალგაზრდების მთავარი გზავნილი სამშვიდობოა და სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ფორმატს ეხმაურება. ავტორთა უმრავლესობამ წიგნში შესული ნაწარმოებები აფხაზეთში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შექმნა. პროექტში გამოყენებულია დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტის თათია ზუხბაიას მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტომასალა. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე