სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

საქართველო, თბილისი - 17:11 | 06.08.2018
ნანახია: 586

პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ოფიციალური განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დღეს გააკეთა და ამით გავრცელებული ინფორმაციაც დაადასტურა.

„მინდა ამ ქვეყნის სტაბილურობა ეყოფა ამ ქვეყანას რაც გაიარა, ომი, კონფლიქტები. ეყოფა ამ ქვეყანას შიდა კონფლიქტები და ტერიტორიების დაკარგვა“ აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში.

სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს პარიზში დაიბადა. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილი.

სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრი.

  • 1984-1988 - ვაშინგტონი, საფრანგეთის საელჩო, პირველი მდივანი
  • 1988-1989 - ვენა,ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, პირველი მდივანი
  • 1989-1992 - ნჯამენა (ჩადი) საფრანგეთის საელჩო, მეორე მრჩეველი
  • 1992-1993 - ბრიუსელი,ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, პირველი მდივანი
  • 1993-1996 - ბრიუსელი, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა, წარმომადგენლის მოადგილე
  • 1996-1998 - პარიზი, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი
  • 1997-1998 - პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია
  • 1998-2001 - პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განათლების სამმართველო
  • 2001-2003 - პარიზი, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი
  • 2003-2004 - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
  • 2004-2005 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
  • 2005- „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი
  • 2006- პოლიტიკური პარტია„საქართველოს გზის“ ლიდერი
  • 2006- საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, პროფესორი

2010-გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი

სალომე ზურაბიშვილი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირი რუსეთის მხრიდან იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (2005 წლის 19 მაისი).

სალომე ზურაბიშვილმა მინისტრობის დროს შექმნა „საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ახალი ჯგუფი“, რომლის წევრებიც არიან შემდეგი სახელმწიფოები: უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი,ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი, რომლებიც არიან დამხმარე სახელმწიფოები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე