“Check in Georgia”-ს ფარგლებში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:56 | 02.08.2018
ნანახია: 72

პროექტ “Check in Georgia”- ფარგლებში 2-12 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი «ლირა» ბათუმში რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება. ფესტივალი UNESCO- პატრონაჟით ჩატარდება
ქართველი პიანისტის, UNESCO- არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან.
10
დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები. დაარსების დღიდან ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად. 
ბათუმის ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც წელს მეორეჯერ მოიპოვა UNESCO- მაღალი პატრონაჟი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე