ბოლო წლებში აივ/შიდსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 01.08.2018
ნანახია: 1023

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2008 წელს - 351;  2009 წელს -385; 2010 წელს -455;  2011 წელს - 424;  2012 წელს – 526; 2013 წელს   490 ახალი შემთხვევა; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს -719.

 2018 წელს გარდაიცვალა 80 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017  წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს - 168,  2015 წელს - 94, 2014  წელს - 84 პირი,  2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116. 2018 წელს გარდაცვლილთაგან  62 მამაკაცია  და18 ქალი

სულ საქართველოში გამოვლენილია 106 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათგან 66 - ვაჟი, 40 - გოგონა.  წლების განმავლობაში 27 - გარდაიცვალა, 3 - გავიდა ქვეყნიდან;

1989 წლიდან 2018 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში  სულ 7159 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე