ირაკლი ღარიბაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 15:53 | 03.12.2015
ნანახია: 1600

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საერთაშორისო დღეს ულოცავს. პრემიერის თქმით, შშმ პირთასრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„დღეს მსოფლიო თანამეგობრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესინაწილია. საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი თანაცხოვრება ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხია. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გააზრებისშედეგია ის, რომ 2013 წელს საქართველომ მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის გაეროს კონვენციის რატიფიცირება და ამით აიღომრავალმხრივი ვალდებულებები ფიზიკური გარემოს ადაპტაციის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის განვითარების, ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის და სხვასოციალური ბარიერების აღმოფხვრის მიმართულებით. ჩვენი მოქალაქეების სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ხედვა და მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოყველა სახელმწიფო უწყებას, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილება და ხელი შეუწყონ მათ სრულფასოვანინტეგრაციას საზოგადოებაში. მჯერა, რომ ასეთი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მინიმუმამდე შევამცირებთ იმ ბარიერებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აწყდებიან შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და სოციალური სოლიდარობით ჩვენ მივაღწევთ მიზანსდა ეს ადამიანები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების სრულფასოვან რეალიზაციას. მინდა მივულოცო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საერთაშორისო დღე დაშევუერთდე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც მათი უფლებების დაცვას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მალეჩადგება მოწინავე ქვეყნების რიგებში," – ნათქვამია მისალოც წერილში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე