წელს, აივ ინფექციის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 01.08.2018
ნანახია: 1390

2018 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებულია შიდსის 397 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 359 ახალი შემთხვევა.

1989 წლიდან 2018 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში  სულ 7159 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული.

მათ შორის 5355  მამაკაცია და , 1804  ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  განუვითარდა 3782 პაციენტს. 1460 პაციენტი გარდაიცვალა.

30 ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4365 (3864  + 501 აფხაზეთი) პაციენტი, მათგან 49 (39 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  40.8 %  (2921) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.8 % (3278) - ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა; 10.8 %  (776) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან (მსმ); 1.4 %  (100) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %  (36) - სისხლის რეციპიენტია და 0.7 %  (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2608 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი), სამეგრელოში 909 (აქედან ზუგდიდი - 605), შემდეგ იმერეთში 894 (ქუთაისი 436), აჭარაში 809 (ბათუმი – 512), აფხაზეთში (452), კახეთში (345) ქვემო ქართლში (372), შიდა ქართლში (268), გურიაში (153), ფოთში (110), სამცხე-ჯავახეთში (99) და ა. შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2008 წელს - 351;  2009 წელს -385; 2010 წელს -455;  2011 წელს - 424;  2012 წელს – 526; 2013 წელს   490 ახალი შემთხვევა; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს -719.

 2018 წელს გარდაიცვალა 80 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017  წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს - 168,  2015 წელს - 94, 2014  წელს - 84 პირი,  2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116. 2018 წელს გარდაცვლილთაგან  62 მამაკაცია  და18 ქალი

სულ საქართველოში გამოვლენილია 106 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათგან 66 - ვაჟი, 40 - გოგონა.  წლების განმავლობაში 27 - გარდაიცვალა, 3 - გავიდა ქვეყნიდან;




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე