NDI: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია

საქართველო, თბილისი - 12:10 | 01.08.2018
ნანახია: 740

NDI-ის კვლევის თანახმად, ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. 

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 75%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. 

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მიუღებლად გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, 8%-ს კი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პოზიცია არ გააჩნია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე