გამოკითხულთა 44%-სთვის ლგბტ თემის უფლებების დაცვა უმნიშვნელოა - NDI

საქართველო, თბილისი - 12:06 | 01.08.2018
ნანახია: 725

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44%-სთვის სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23%-სთვის სექსუალური უმცირესობების დაცვა მნიშვნელოვანია, ხოლო 26% აცხადებს, რომ საკითხის მიმართ ნეიტრალურია. ამავე კვლევაში იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომელთათვისაც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა, აპრილის კვლევის შემდეგ - შემცირდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. 
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე