გამოკითხულთა 74% თვლის, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს - NDI

საქართველო, თბილისი - 12:03 | 01.08.2018
ნანახია: 728

NDI-ის გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს. კვლევის თანახმად, გამოკითხულების მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. 6% კი ამბობს, რომ არ იცის.

სხვა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კვლევის ფარგლებში კითხვა არ დასმულა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე