JTEC-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტი დანიის სამეფოში

საქართველო, თბილისი - 15:43 | 03.12.2015
ნანახია: 1858

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამუშაო ჯგუფი მეთაურის, პოლკოვნიკ გრიგოლ ჭელიძის ხელმძღვანელობით დანიის სამეფოში იმყოფება. JTEC-ის სამუშაო ჯგუფის წევრების გარდა დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.

დანიის სამეფოში ვიზიტის მიზანი საველე გასვლების მეშვეობით გამოცდილების მიღება, ტექნიკური საშუალებების და დამკვირვებლებ-შემფასებლების გამოყენება, ასევე, წვრთნების მიმდინარეობისას მუშაობაა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები უკვე იმყოფებოდნენ დანიის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრში „Camp Oksbol“, სადაც ბრიგადის ზომის ქვედანაყოფის კონვენციური ოპერაციების ელემენტების აღსრულების სწავლებას „FTX WHITE SWORD 2015“ დაესწრნენ და უშუალოდ გაეცნენ დანიის სამხედრო წვრთნების მომზადებისა და ჩატარების პროცესს.

JTEC-ის სამუშაო ჯგუფმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში დანიის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატურ-პანელურ დისკუსიაში - „საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები“ მიიღო მონაწილეობა. პანელზე მოხსენებებით წარდგნენ მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე.

დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები კი დანიის სამეფოში შიდა გვარდიის სტაბილურობაში ჩართულობის ცენტრის მიწვევით იმყოფებიან. ისინი უკვე ესტუმრნენ დანიის ეროვნული გვარდიის სკოლას და გვარდიის მოხალისეთა წვრთნების პროცესსა და განათლების სისტემას ადგილზე გაეცნენ.

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არმიის საბრძოლო და საცეცხლე მხარდაჭერის, სიმულაციური ცენტრის, დასახლებულ რაიონში ოპერაციების საწვრთნელი შენობა-ნაგებობების და სასროლეთის დათვალიერება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე