საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად გასაუქმებელია - დეკანოზი ჯაღმაიძე

საქართველო, თბილისი - 15:34 | 31.07.2018
ნანახია: 833

ვფიქრობთ, სრულიად გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დეკანოზმა ტელეკომპანია იმედთან საუბრისას აღნიშნა, ისინი უარესსაც ელოდებიან.

"მოსალოდნელი იყო მსგავსი ნაბიჯები, ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება, მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ გასაუქმებელია საკონტიტუციო სასამართლო.

"არ შეიძლება, რომ ოთხი კაცი [საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები] სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებდეს, 4-მილიონიანი ერის ნებას უგულებელყოფდეს და თავისი გაუგებარი ლოგიკით იღებდეს სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობთ, სრულიად გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო. ასეთი იქნება რეკომენდაცია", - აღნიშნა დეკანოზმა ანდრიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე