საქართველოს მოსახლეობის 33 % სუნთქვის ორგანოების ავადობას უჩივის

საქართველო, თბილისი - 11:43 | 31.07.2018
ნანახია: 712

საქართველოში, ავადობის  20  ძირითადი  ჯგუფიდან  ყველაზე  მეტად  გავრცელებულია  სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 33 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (14 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (10 პროცენტი) ავადმყოფობები. ინფორმაციას სტატისტკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2016  წელთან  შედარებით,  პირველად  დადგენილი  დიაგნოზით  მოსახლეობის  ავადობა  შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა  რამდენიმე ჯგუფისა, სადაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა  შეინიშნება.  კერძოდ,  თვალისა  და  მისი  დანამატების  ავადმყოფობების  რაოდენობა  გაიზარდა 34,7 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 14,7 პროცენტით, ხოლო ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობები გაზრდილია 4,8 პროცენტით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე