შსს-მ ოზურგეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 31.07.2018
ნანახია: 702

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული ა.ბ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს - 1978 წელს დაბადებულ გ.ბ. ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან 1 საათში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე