საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული გახდა

საქართველო, თბილისი - 16:47 | 30.07.2018
ნანახია: 2076

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი, რომლითაც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ითხოვდნენ.

გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს, 30 ივლისს გამოცხადდა.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა - მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი.

"გირჩის" ლიდერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია წარმოადგენდა.

2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა (საქმე #732). მოსარჩელე გივი შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას "გირჩი" უწევდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე