ოქტავია სპენსერი Netflix-ის სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 12:56 | 30.07.2018
ნანახია: 1020

ოსკაროსანი მსახიობი ოქტავია სპენსერი Netflix-ის ახალ მინისერიალში "მადამ სი ჯეი უოლკერი" მთავარ როლს შეასრულებს. 

სერიალი აფრო-ამერიკელ მეწარმე, ფილანთროპ, სოციალურ და პოლიტიკურ აქტივისტ მადამ სი ჯეი უოლკერის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს. ის აღიარებულია პირველ აფრო-ამერიკელ ქალად, რომელიც თავისი შრომის შედეგად გახდა მილიონერი. სარა იმ დროისთვის ყველაზე წარმატებულ ქალ მეწარმედ ითვლებოდა და ასევე იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აფრო-ამერიკელი ბიზნესმენი ქალი.

უოლკერს სიმდიდრე მისმა ბიზნესმა მოუტანა. მან დააარსა „მადამ სი ჯეი უოლკერის საწარმო“, რომელიც თავისა და თმის მოვლის საშუალებების განვითარებასა და მარკეტინგს ახორციელებდა. უოლკერი, ასევე ცნობილია მისი ქველმოქმედებით და აქტივიზმით. იგი ფინანსურად ეხმარებოდა საქველმოქმედო ორგანიზაციებს და გახდა ხელოვნების მეცენატი. უოლკერის საკუთრებაში მყოფ ვილა ლევაროში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობდა, იმართებოდა აფრო-ამერიკელთა საზოგადოებრივი შეკრებები.

სერიალი ალელია ბუნდლეს წიგნის, “On Her Own Ground"-ის მოტივებზე იქნება დაფუძნებული. ამ ეტაპზე, სხვა კონკრეტული დეტალები სერიალთან დაკავშირებით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე