კამერუნში ციხიდან 163 პატიმარი გაიქცა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 30.07.2018
ნანახია: 742

კამერუნის ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 163 პატიმარი გაიქცა. პატიმრებმა გაქცევა მას შემდეგ მოახერხეს, რაც ციხეზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. თავდამსხმელებმა, პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, ციხის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

ხელისუფლება პატიმრებს ციხეში დაბრუნებისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ გაქცევის გამო სასჯელს აღარ დაუმძიმებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე