ანაკლიის ფესტივალ ECHOWAVES -ის საბოლოო ლაინაფი ცნობილია

საქართველო, თბილისი - 11:56 | 30.07.2018
ნანახია: 85

პროექტ "Check in Georgia" -ს  ფარგლებში ანაკლია მუსიკალურ ფესტივალ ECHOWAVES  უმასპინძლებს.  ფესტივალი EXIT-ის მხარდაჭერით 23-დან 26 აგვისტომდე გაიმართება.   “EXIT”-ის ფესტივალი „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ დასახელდა.  ფესტივალი "EXIT" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.  

უკვე ცნობილია ანაკლიის ფესტივალის ECHOWAVES-ის საბოლოო ლაინაფი, რომელიც საქართველოში "EXIT"ის ქოლგის ქვეშ იმართება. 

ანაკლიის სანაპიროზე 5 სცენა განთავსდება.  ჟანრობრივად განსხვავებულ სივრცეებში (Main Stage, KHIDI Stage, EYE Stage, TAIYO Stage, Aqua Stage)  წარსდგება.  სტუმრებს ანაკლიის ფესტივალ ECHOWAVES-ზე მსოფლიო დონის 150-მდე არტისტის მოსმენის შესაძლეობლობა ექნებათ.  

 ყოველდღიური ბილეთის ფასი 60 ლარია. ყოველდღიური ლაინაფის ნახვა კი შეგიძლიათ მისამართზე: http://www.echowaves.ge/#golineup

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე