ხანძარი საგურამოში (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 19:36 | 29.07.2018
ნანახია: 910

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სოფელ საგურამოში ხანძარია. დაახლოებით 3 ჰექტარ ფართობზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის. ერთ-ერთ ლოკაციაზე ძველი საბურავები დაიწვა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ამ წუთებში ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.

სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძარი წყალკანალის ტერიტორიაზე დასაწყობებულ საბურავებს გაუჩნდა, რის შედეგადაც ძლიერი დაკვამლიანება იყო.

„დამწვარია, დაახლოებით, 2, 2 ნახევარი ჰექტარი. ამ მომენტისათვის, 5 სახანძრო მანქანა და ცოცხალი ძალა. უბრალოდ, ერთ ადგილზე იყო ძველი საბურავები, რომელსაც გაუჩნდა ცეცხლი, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი დაკვამლიანება და ეს ჩანდა ყველაზე მეტად. ამ მომენტისათვის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ გესაუბრებით, უბრალოდ, არის ქარი. ქარმა მოახდინა ცეცხლის გავრცელება და მუშაობენ ბიჭები და მალე გვექნება ლოკალიზაცია,“ - განაცხადა თემურ მონიავამ.

 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე