NDI - პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნების თარიღი, კანდიდატები დასახელდნენ და საარჩევნო კამპანია დაიწყოს

საქართველო, თბილისი - 16:31 | 27.07.2018
ნანახია: 651

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ შეაფასა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და ზოგადად საარჩევნო გარემო.

NDI პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში ასახული პირველი რეკომენდაცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ.

„მთავარი პრობლემა ის არის, წინასაარჩევნო პროცესი ჯერ არ დაწყებულა ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით არჩევნების თარიღი, არ ვიცით ბევრი კანდიდატი. ამიტომ პირველი პუნქტი ჩვენი რეკომენდაციისა ამბობს, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნების თარიღი, კანდიდატები დასახელდნენ და საარჩევნო კამპანია დაიწყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრმა პერ ეკლუნდმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე