მიხეილ სააკაშვილმა გელაშვილის ცემის საქმეზე გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 27.07.2018
ნანახია: 843

მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, იმ ადამიანების ჩვენებების საფუძველზე მოხდა, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მტრები არიან. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე