კაილი ჯენერი, სელენა გომესი და კრიშტიანუ რონალდუ Instagram-ზე ერთი სარეკლამო პოსტისთვის მილიონამდე დოლარს იღებენ- რეიტინგი

საქართველო, თბილისი - 11:23 | 27.07.2018
ნანახია: 1874

სერვისმა Hopper HQ-მა გამოაქვეყნა Instagram Rich List 2018-ის ყველაზე მაღალანაზღურებადი ვარსკვლავების რეიტინგი.

პირველ ადგილზე ამერიკელი მოდელი კაილი ჯენერი აღმოჩნდა. მის გვერდზე ერთი სარეკლამო პოსტის განთავსებისთვის ერთ მილიონ დოლარს იღებს.

მეორე ადგილი დაიკავა მომღერალმა სელენა გომესმა, რომელიც რეიტინგს გასულ წელს ლიდერობდა. მის ექაუნთში ერთი სარეკლამო პოსტის ღირებულება 800 ათას დოლარს შეადგენს.

მესამე ადგილი წილად ხვდა ცნობილ პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს - 750 ათასი დოლარით.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ფოტომოდელი კიმ კარდაშიანი (720 ათასი დოლარი), მომღერალი ბიონსე (700 ათასი დოლარი), მსახიობი დუეინ ჯონსონი (650 ათასი დოლარი), მომღერალი ჯასტინ ბიბერი (630 ათასი დოლარი), ფეხბურთელი ნეიმარი (600 ათასი დოლარი) და ლიონელ მესი (500 ათასი დოლარი).

Hopper HQ-ის მიერ შედგენილი რეიტინგი ეფუძნება სოციალურ ქსელებში რეკლამებზე ცნობილი ბრენდების ხარჯების ღია მონაცემებს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე