საბერძნეთში ხანძარი განზრახ არის გაჩენილი - ბერძენი მინისტრი

საქართველო, თბილისი - 10:55 | 27.07.2018
ნანახია: 1668

საბერძნეთში ხანძარი განზრახ არის გაჩენილი. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა ნიკოს ტოსკასმა განაცხადა.

ამ კვირაში საბერძნეთში ტყის რამდენიმე ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა, ატიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 85-ს მიაღწია. დაშავებულია 187 ადამიანი, მათგან 23 ბავშვია. 100-ზე მეტი ადამიანი არაოფიციალური მონაცემებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.  

 „გამოძიების მონაცემების გათვალისწინებით გვაქვს ეჭვის სერიოზული საფუძველი, რომ ადგილი ჰქონდა კრიმინალურ ქმედებას. ხანძრის ბევრი კერა დროის ძალიან მოკლე მონაკვეთშია გაჩენილი“, - განუცხადა მედიას მინისტრმა.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პროკურატურამ ხანძრების მიზეზების გამოძიება დაიწყო. მაშველები დაკარგულთა ძებნას განაგრძობენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე